ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სამი “მინივენი” შეეჯახა, რის შემდეგაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ასევე 9 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებულები. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.