ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში- ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.