ავტოსაგზაო შემთხვევას გორში მსხვერპლი მოჰყვა

გორში  ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 2 დღის წინ, სადგურის დასახლებაში მოხდა.

„ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა. ქალი საავადმყოფოში მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.