ახალციხეში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 მცირეწლოვანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ახალციხის კლინიკა “იმედში” გადაიყვანა. ერთი არასრულწლოვნი კი, რომლის მდგომარეობა მძიმეა თბილისში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.