აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცენტრის ცნობით, დღეს დილას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას რაიონთან დაფიქსირდა. მათი ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა და ნგრევა არ მოჰყოლია.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კი, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში, 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.