დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკის გამაგრება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2 “ავრცელებს.
გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად, საზღვრები არ მოხსნილა არც უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზაზე. უძველესი მონასტერი ისევ ჩაკეტილია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არც სასულიერო პირებს და არც მომლოცველებს ტაძრებთან არ უშვებენ.
„ის გზა ხომ ბოლომდე არ მოდიოდა ჩიჩხიტურამდე, იქიდან, იმ გზიდან ბილიკი გამოაგრძელეს, დაახლოებით, 100 მეტრი იქნება ის ბილიკი, რომელიც უერთდება, თითქმის, ქედთან ძველ ბილიკს, რითაც წლებია, სარგებლობენ იმათი მესაზღვრეები. მათ სასაზღვრო ბაზა სადაც აქვთ, იქიდან, საიდანაც დადიან, იმას უერთდება. წინა დღეებში გააკეთეს. ჩიჩხიტურთან მოდის, უერთდება ძველ ბილიკს და მოდის. ჩიჩხიტურამდე, იმედია, ქვაფენილს არ დააგებენ, ქვებს არ დაალაგებენ,“ – განუცხადეს დავით გარეჯში „კურიერს.“
გიდები ამბობენ, რომ ტურისტები ვერ ნახულობენ იმ ადგილებს, რაც ყველაზე მეტად ლამაზი და საინტერესოა, მათ ადგილობრივი მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია და გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა მაისში ჩაიკეტა და მას შემდგე არ გახნსილა. სარემონტო სამუსაოებს გზებზე აზერბაიჯანული მხარე ატარებს.