“აზრზე არ ვარ რა გააკეთა სუს-მა, მაგრამ რაც გააკეთეს, სწორი ქნეს” – ზურა ჯაფარიძე

“აზრზე არ ვარ რა გააკეთა სუს-მა, მაგრამ რაც გააკეთეს, სწორი ქნეს”- ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

„1. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სასიხარულო ამბავია

2. აზრზე არ ვარ რა გააკეთა სუს-მა, მაგრამ რაც გააკეთეს, სწორი ქნეს – ადამიანი გაათავისუფლეს

3. ქართული მხრიდან ვინც ეცდება მისი გათავისუფლება რუსულ მხარესთან არსებული ‘კარგი’ პირადი თუ პოლიტიკური კონტაქტების დამსახურებად გაასაღოს – ის არის ჩათლახი

4. თუ ვინმეზე რუსული მხარე იტყვის რომ – აი, ამის პატივისცემის ან ამის ძალისხმევის ან ამის მხრიდან სწორი მიდგომების გამო გადავდგით ეს ნაბიჯიო – ვისზეც იტყვიან, ისიც ჩათლახია

5. ადამიანის გატაცება არის ჩათლახობა. მაგრამ მისი გათავისუფლების ისე წარმოჩენა თითქოს თუ რუსულ მხარესთან გაქვს სათანადო კონტაქტები და/ან იქცევი სათანადოდ, მაშინ რუსეთთან, ანუ გამტაცებელთან, შესაძლებელია ურთიერთობების დალაგება – არის უფრო დიდი ჩათლახობა

6. გამტაცებელი გამტაცებელია. ის რომ ის, გატაცების მერე რაღაცას გითმობს ან რაღაცას გიბარტერებს, არ ცვლის და არ აკეთილშობილებს მის დედააფეთქებულობას“, – წერს ზურა ჯაფარიძე.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ექიმი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის ახლა ოჯახთან ერთად თბილისში იმყოფება.