ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, შვილს, ბაჩანა შენგელიას, იმ განცხადების გამო გამოკითხავენ, რომელიც მან ერთი კვირის წინ გააკეთა.
ბაჩანა შენგელიამ შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვა მოითხოვა.
ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდში ყოფნის დროს, განათლების მინისტრს უშუალოდ გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა. შენგელიას თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ კერზაია არ ასრულებდა “ქართული ოცნების” დავალებებს.
„ჩვენ მივაწოდეთ პროკურატურას ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ასახავს ამ თათბირის მიმდინარეობას, ასევე, მასში მონაწილე პირების ვინაობას და შესაბამისად, ვითხოვთ პროკურატურისგან გამოიკითხოს ყველა ეს პირი შს მინისტრთან ერთად, რომლებიც უკვე დაადასტურებენ ამ ფაქტს და შესაბამისად, თუ გაცემული მსგავსი ტიპის დავალება, რაც არის უკანონო, ბუნებრივია, შესაბამისად, ვითხოვთ უკვე შს მინისტრის პასუხისგებაში მიცემას,“- განაცხადა შენგელიამ.