ბაჩუკი ქარდავას დღეს გამოკითხავენ.მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ბაჩუკი ქარდავა, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერები, გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა.
ქარდავა სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 325-ე მუხლითაც, რაც ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას გულისხმობს.