ბაღების კვებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ კომპანია „ნილს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, ბაღებშიკვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება.
„ორი დღის წინ ჩვენ ხელშეკრულება გავწყვიტეთ კომპანია „ნილთან“, რომელიც კვებით ამარაგებდა ბაღებს. ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ამ კომპანიასთან, თუმცა პირველი, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, კომპანია ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას და იმას,რაც ჰქონდა დავალებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოესწორებინა ის ხარვეზები,რომელიც იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის. კომპანიამ ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო და გავუწყვიტეთ ხელშეკრულება. მინდა აღსაზრდელების მშობლებს პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. კვებით მომარაგებას თვითონ ბაღები უზრუნველყოფს, იქამდე, ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმებას რამდენიმე დღეში შევძლებთ და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ბაღების კვებით მომარაგება შერჩეული კომპანიის მიერ“, – განაცხადა კალაძემ.