60 ცალი “იმერული მუხა” და 49 ძელქვა- ეს ის ხეებია, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით უნდა მოიჭრას. განკარგულება 17 მაისით თარიღდება და მას ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობამ წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების ბუნებიდან ამოღების შესახებ ნებართვა ასოციაცია ატუსთვის გახსნა.