ბახტრიონზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბახტრიონზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.