ბაკურიანის დამსვენებლების ინფორმაციით, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საფასურის გადახდისას მგზავრებს ბილეთის ან ჟეტონის ნაცვლად რუსულ ხურდა ფულს, რუბლს აძლევენ. მათი თქმით, ასეთი მონეტები მიმოქცევაში საბჭოთა კავშირის დროს იყო.
საბაგიროს მომხმარებლები სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის თქმით, ბაკურიანში, იმ საბაგიროს, სადაც რუსული რუბლის გამოყენება ხდება, ისინი არ აკონტროლებენ.
,,ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. “დიდველის”, “მიტარბისა” და “კოხტას” საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.