ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროს თანამშრომელი კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში გადმოიყვანეს

ბაკურიანში კორონავირუსის სიმპტომებით გვიან ღამით ახალგაზრდა ქალი, კატასტროფის ბრიგადამ  ბორჯომის სამედიცინო ცენტრში  გადაიყვანეს.  დღეს დილით კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელია. 

პაციენტს კორონავორუსზე ანალიზები გაუკეთდება. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტი მათთან ბაკურიანიდან შეიყვანეს.

30 წლამდე ასაკის ქალი იტალიიდან საქართველოში 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო.