უბედური შემთხვევა მოხდა ბაკურიანში. მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. “ტვ 25-ის” ცნობით, გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია. იგი ბაკურიანში სამუშაოდ იმყოფებოდა და ერთ- ერთ მშენებარე კორპუსში მუშად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როცა ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.