ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე მუშაობისას მამაკაცი გარდაიცვალა. ცემენტმზიდი მუშაობის დროს მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.