ბანგლადეშში 19 წლის გოგონა ნასრა ჯაჰან რაფი, რომელმაც სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა, ისლამური სკოლის სახურავზე ცოცხლად დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ბიბისი ვრცელებს.
ბიბისის ცნობით, 27 მარტს ნასრამ განაცხადა იმ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც სკოლის დირექტორმა ოფისში დაიბარა და მასზე სექსუალური შევიწროვება მოახდინა.
გოგონამ თავის დაღწევა მოახერხა და ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაში საჩივარი შეიტანა.გოგონამ პოლიციის სამმართველოში მტკიცებულებები წარადგინა,დახმარების მაგივრად, პოლიციის ოფიცერმა თავისი მობილურით ვიდეო გადაუღო. მოგვიანებით, ეს ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გოგო შეშინებული სახეს ხელებით იმალავს. ბიბისის ცნობით, ვიდეოში ისმის პოლიციის ოფიცრის რეპლიკა “დიდი არაფერი მოხმდარა”. 27 მარტს, მას შემდეგ რაც გოგონამ პოლიციაში იჩივლა, სკოლის დირექტორი დააკავეს.
6 აპრილს კი ნასრა ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მივიდა. ის კი სკოლის ეზოში მოსწავლემ სახურავზე მოტყუებით აიყვანა. სახურავზე მას კიდევ 4-5 ადამიანი დახვდა, რომლებსაც ბურკები ეცვათ. ეს ადამიანები აიძულებდნენ ნასრას საჩივარი უკან გამოეტანა და სექსუალური შევიწროვების საქმე შეწყვეტილიყო. უარის შემდეგ 19 წლის ნასრას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.
ნასრა საავადმყოფოში გადაიყვანეს სხეულის 80 პროცენტიანი დამწვარობით გადაიყვანეს. შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ 10 აპრილს გოგონა გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო. ოჯახს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეხვდა და დამნაშავეების დასჯას დაჰპირდა.
მოსახლეობამ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა. პოლიციამ ამ საქმეზე 15 პირი დააკავა, მათგან ორი ნასრას სკოლის მოსწავლეა.