“ბანკი ქართუს” განცხადების შემდეგ ყალბი ფეისბუქგვერდი გაუქმდა. საუბარია სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე, რომელიც “ქართუ ბანკის” ლოგოს იყენებდა და მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობდა, რისთვისაც ითხოვდა მათ პირად მონაცემებს.
სავარაუდო თაღლითობის შესახებ “ქართუმ” განცხადება 2 დღის წინ გაავრცელა და მომხმარებლებს სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდა. ლინკი, რომელიც ბანკის სახელს იყენებდა ინტერნეტსივრცეში ამ მომენტისთვის აღარ იძებნება.
“აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს. “ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს.
მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად, დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული”-, აღნიშნულია “ბანკ ქართუს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.