{{ARTICLEIMAGE}}
ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ვეფხია ბაქრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
შეგახსენებთ, თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.