”ბარსელონა მსოფლიოში საუკეთესო გუნდია” – რეშფორდი განმეორებით მატჩამდე კატალონიელებს აქებს

მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩი შეაფასა და კატალონიურ გრანდს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა.

“ბარსელონა – მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ვიცოდით, რომ მათ წინააღმდეგ ურთულესი იქნებოდა წარმატების მიღწევა. პირველი თამაში, ასე თუ ისე, თანაბარი გამოდგა. ახლა პოზიტიურად უნდა განვეწყოთ ამ მატჩისთვის და საკუთარი სამუშაო წარმატებით შევასრულოთ”, – ციტირებს რეშფორდს The Mirror.

შეგახსენებთ, საკუთარ მოედანზე წითელი ეშმაკები მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდნენ. მათ წინაშე საკმაოდ რთული ამოცანაა, თუ მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ, კამპ ნოუზე ბარსელონა ნებისმიერი სხვაობით უნდა დაამარცხონ.

განმეორებითი მატჩი დღეს, 16 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება