ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩხუბის დროს მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაპირისპირება კვირას,დაახლოებით სარამოს 6 საათზე ოთხ ადამიანს შორის დაიწყო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 წლის ქართველი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის მიზეზს ესპანელი სამართალდამცავები იძიებენ.