ბასილაშვილი ბოლო 10 თვეა, განსაკუთრებით პროგრესირებს”:ჯოკოვიჩის კომენტარი ქართველი ჩოგბურთელის დამარცხების შემდეგ

დოჰას ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი სეტი მოიგო, თუმცა შემდეგ უკვე უპირატესობა ბალკანელმა მოიპოვა და მეტოქე დაამარცხა. დაძაბული შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია. ბასილაშვილმა მერვედფინალში 21 წლის რუსს, მსოფლიოს 68-ე ჩოგანს ანდრეი რუბლიოვს მოუგო.

ჯოკოვიჩმა შეხვედის დარულების შემდეგ მეტოქე ბასილაშვილს გამორჩეული ჩოგბურთელი უწოდა. 

“ბასილაშვილი ბოლო 10 თვეა, განსაკუთრებით პროგრესირებს. მას ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს”.