ბათუმელმა მომღერალმა თურქეთის ვოისში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა (ვიდეო)

ქართველი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმის” წარმატებული მონაწილე გახდა. 

მომღერალმა ოთხი სკამის კონკურსზე ჟიურის ოთხივე წევრის შემოტრიალება შეძლო.

საბოლოოდ, თათიამ არჩევანი ჟიურის ერთ-ერთ წევრზე ბეიაზზე შეაჩერა და ამის მიზეზიც განმარტა. 

„გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები, სწორედ ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს,“ – განაცხადა თათიამ.

თათია ბათუმიდანაა, მანამდე  უკრაინული პროექტის შემდეგ სურდა ბრიტანულ ნიჭიერში მიეღო მონაწილეობა.

კასტინგზე დაბარების მიუხედავად, მას დიდი ბრიტანეთის საელჩომ  ვიზა არ მისცა, რის გამოც ქართველმა მომღერალმა  ბრიტანეთში გამგზავრება ვერ შეძლო.