ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იჯდა, რომელმაც  გადმოსვლა მოასწრო.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. შემთხვევის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.