ბათუმი-ზესტაფონის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

ბათუმი-ზესტაფონის გზაზე, მდინარე ჩხრასთან ტრაილერი გადაბრუნდა.ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მათი ცნობით, სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავიდა, შემდეგ კი გადაბრუნდა. ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.