დღეს დილით, ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ჯიხურებიდან სუვენირები მოიპარა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ სუვენირების ჯიხურების გაქურდვის ფაქტები ხშირად ხდება, ამიტომ სამართალდამცავების რეაგირებას ელოდებიან.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა ქურდობის ფაქტი. ნივთები კი რომლის მოპარვასაც ცდილობდა, ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.