ბათუმის სასტუმრო “ჰილტონში”, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დელეგატები იკრიბებოდნენ განგაშის სიგნალი ჩაირთო და ევაკუაცია გამოცხადდა.
სასტუმრო დაატოვებინეს ფორუმის მონაწილეებს მათ შორის იყვნენ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესნმენები.
“ჰილტონში” აცხადებენ, რომ განგაშის სიგნალის ჩართვა სამზარეულოში დაკვამლიანებამ გამოიწვია.