კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის გახსნაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა, მაშინ როცა, მინისტრის მოადგილე იდგა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავდა. ირინე აბულაძემ დროული რეაგირება მოასწრო და არ დაშავებულა.
უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე იგეგმება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით.
ათას 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.