ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შევიდა. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანი ამერიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაა.
USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. ხომალდის სიგრძე 154 მეტრია. ეკიპაჟი 321 ადამიანისგან შედგება, აქედან 39 ოფიცერია.
ეკიპაჟია წევრების დახვედრის საზეიმო ღონისძიება იგეგმება, რომელიც ნავსადგურში 12:00 საათზე დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ და პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან გააღრმავებენ.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები შავ ზღვაში ხშირად ოპერირებენ, მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად. ხომალდი USS Porter-ი ესპანეთის როტის ნაწილს წარმოადგენს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალის მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს, ამით კი ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.