ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამნაღმველები მუშაობენ. ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.
„შეტყობინება შემოვიდა რუსულ ენაზე. გვითხრეს, რომ ნაღმი 48 საათში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს ვაცნობეთ, თუმცა ვიმედოვნებ, ცრუ განგაშთან გვაქვს საქმე, რადგან ანალოგიური შეტყობინება რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა და არ დადასტურდა“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.
შენობაში ევაკუაცია 17:50 საათზე გამოცხადდა და შენობა დაცლილია.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.