ბათუმის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში გრძელდება, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.მ წუთებში ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები იმყოფებიან,. სხდომაზე შესვენებაა გამოცხადდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ბათუმის საკრებულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი როინ ზოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც დღეს საკრებულოში მომხდარი მეორე ინცინდენტის მონაწილე იყო.

ექიმების თქმით, საკრებულოს წევრს მაღალი არტერიული წნევა აქვს და იგი კლინიკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს  ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაახლოებით 12 საათზე დაუპირისპირდა.