ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორ მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

სტუდენტმა ის მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, ლექტორი სექსუალურ შევიწროებას ახდენდა.

მომხდართან დაკავშირებით, სტუდენტმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და საგამოძიებო უწყებას მიმართა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 150-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე გამოიკითხა გოგონა.

ბსუ-ს რექტორის განცხადებით, საკითხზე ეთიკის კომისიაც მსჯელობს და განიხილება ლექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.