ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით ცრუ განგაში იყო.
გამნაღმველთა ჯგუფი ბათუმის უნივერსიტეტში გუშინ შეტყობინების შესვლისთანავე მივიდა და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 17:50 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტში ნაღმი 48 საათში ამოქმედდებოდა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.