ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმამიიღო, მან არ დააკმაყოფილა ერმაკოვისა და პატიმრობაში მყოფი მერიის კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. გამოძიება მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.