ბათუმში 26 წლის მეზღვაური დაჭრეს

ბათუმში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ბათუმის საავადმყოფოში ის მრავლობითი ჭრილობებით მიიყვანეს. ჭრილობები მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. უცნობია ზუსტი გარემოებები, რა  ვითარებაში მოხდა ახალგაზრდას დაჭრა. სავარაუდოდ მიზეზი შელაპარაკება გახდა. დაჭრილი მეზღვაურია.
გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რომელიც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.