ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის ბანერი გამოფინეს და გადაუარეს

ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის  პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად მას ფეხით გადაუარეს.

აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება,სადაც  პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტი  დონალდ ტუსკი.

ბათუმში ახალგაზრდების პროტესტს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ.

ისინი ოკუპაციასთან ერთად 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ და გახარიას გადადგომას მოითხოვენ.