ბათუმში არსებული კაფე “გარდენსი”დ ღეიდან რუს ტურისტებს 20%-ით მეტს გადაახდევინებს.ამ ინიციატივის შესახებ მათ საკუთარ ფეისბუქზე დაწერეს, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
“მეგობრებო, ჩვენ, ალბათ, ერთადერთი კაფე ვართ ბათუმში, ვისაც არ არქვს მენიუ რუსულად. ეს ჩვენი შეგნებული აქტი იყო. ბოლო მოვლენების შემდეგ გვინდა შევუერთდეთ ჩვენს კოლეგებს თბილისში და რუს ტურისტებს გადავახდევინოთ 20%-ით მეტი”. – ვკითხულობთ გარდენსის განცხადებაში.
რუსებისთვის არათანაბარ პირობებში მომსახურების საფასურის დაწესების ინიციატტივით თავდაპირველად თბილისში არსებული რესტორანი “ეზო” გამოვიდა. ქართულ რესტორანში სტუმრობა რუს ტურისტებს 20%-ით მეტი დაუჯდებათ.