ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.
ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი კი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.