ბათუმში „ბიბლუსის“ მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზია “ბიბლუსი” გაქურდეს. სალაროდან  გატანილია თანხა,  რომლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც არასრულწლოვანია. 

გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

„კარს მინა ჰქონდა გატეხილი და სალაროში ჩვენ თანხა გვქონდა დატოვებული და დაგვხვდა ცარიელი. სხვა რამე არ აუღიათ. ზუსტად ათი წამის განმავლობაში ახდენს გატეხვას, უჯრის გაღებას და გავლას,“- აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.