ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს

 

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს. 

როგორც მოზარდის ახლობლები აცხადებენ გოგონა თავს კარგად გრძნობს და მისი დაკარგვა რაიმე შემთხვევას არ უკავშირდება. 

მათი ინფორმაციით, გოგონა  მეგობართან ერთად წავიდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. 

შეგახსენებთ, გოგონას  გაუჩინარების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები დაიწყო.