ბათუმში დაჭრილი პოლიციელის პირველი კომენტარი

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.  მას ჩაუტარდა ოპერაცია და ერთი კვირის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.

„ღმერთს მადლობა, რომ უკეთესად ვარ. პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ეს გულთან მიიტანა. მე მინდა გადავუხადო მადლობა მიხეილ დიდებაშვილს, რომელმაც აღნიშნულ მომენტში ძალიან სწრაფი რეაგირება გამოიჩინა, რომ მე დღეს თქვენს გვერდით ვარ“, – განაცხადა ოთარ თავართქილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრეს. ბრალდებული მისმა მეწყვილემ ადგილზე დაავაკა, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა ბრალს არ აღიარებს. ​