ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა. დატბორილია დიმიტრი თავდადებულის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩები.მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის ქუჩაზე.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა “ჭაობში”, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩებზე.