ბათუმში ერთ-ერთ კორპუსში ჩაწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე,  კორპუსს ლიფტი მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა 2 ადამიანი. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.

ამ დროისთვის დაშავებულები საავადამყოფოში იმყოფებიან.

შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა.