ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გაზის ცენტრალური მილი დაზიანდა, ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა.ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.ადგილობრივების განცხადებით, ჰაერში გაზის მძაფრი სუნი შეინიშნება.
საშიშროების გამო ამ დროისთვის ადგილი გადაკეტილია და სამართალდამცველები მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვას არ აძლევენ.
”კომპანიაში შეტყობინება დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოვიდა. მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. აბონენტები შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას სმს-ს შეტყობინებით მიიღებენ. სწრაფად დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. გაზი უკვე ჩაიკეტა თუმცა მილში დარჩენილი აირი იფრქვევა” – განაცხადა სოკარის წარმომადგენელმა ვახო ბერიშვილმა.
ამ ეტაპზე მილის დაზიანების მიზეზები უცნობია.