ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახანძროს მანქანა ორმოში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადა ბაზაზე ბრუნდებოდა, თუმცა ქუჩამ ავტომობილის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაიწია, რამაც მისი გადაადგილება შეუძლებელი გახადა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გრუნტმა მანქანის სიმძიმეს ვერ გაუძლო. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანა კი თხრილიდან საკუთარი ძალებით ამოიყვანეს.