აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ორი მაღალჩინოსანი აიყვანეს.მათ ინფორმაციით, ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, წარსულში კი ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძეა.
მანველიძე სამინისტროში თანამშრომლების თვალწინ დააკავეს. განათლების სამინისტროს პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ზარებს არც ბაგრატ მანველიძე პასუხობს.
დაკავების მიზეზი მედიის ინფორმაციით თანამდებობის პირები სავარაუდოდ „იაფი სახლის“ პროექთან დაკავშირებით დააკავეს.
მედიის ინფორმაციით სპეცოპერაცია ჩატარდა ბათუმის მერიაშიც, მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია დაკავებული. მერიიდან პოლიციამ კიდევ 4 თანამშრომელი წაიყვანა.
პარალელურად აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი ბათუმში ჩატარებულ ორ სპეცოპერაციას სახელმწიფო უწყებებში. პროკურატურაში, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ საკითხი კონკრეტულად ხელვაჩაურს არ ეხება. დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.