ბათუმში მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

ბათუმში, მოსკოვისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 
ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა კი  ტროტუარზე გადავიდა და საცოხვრებელ სახლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა და  კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.