ბათუმში, ორ ჩინელ მოგზაურს გრიპის სიმპტომები დაუფიქსირდა. ორივე მათგანს ექიმები აკვირდებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინელ ტურისტებს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, თუმცა მათ მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ.
ტურისტებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდათ, რომელიც დაადგენს აღენიშნებათ თუ არა მათ კორონავირუსი.
„გუშინ ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს პაციენტები, დღეს დილით ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.