ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს


გადადგეს გახარია! – ამ ლოზუნგით ბათუმში,საერთაშორისო კონფერენცის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება. ახალგაზრდები, რომლებიც უკვე 22 დღეა პარლამენტის წინ შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, ბათუმში ჩავიდნენ, იმისთვის დიპლომატებს და ევროპელ ლიდერებს  მიაწოდონ ინფორმაცია 20 ივნისის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით. 
მთავრობის წევრები და უცხოელი სტუმრები  ამ დროს საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან, რომელიც  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია გახარია გადადგეს, იმისთვის რომ ქვაყანას აღარასოდეს ჰყავდეს ისეთი მინისტრი, რომელიც ძალას გადაამეტებს.
„აქ ვართ იმისთვის, რომ ევროპელ მეგობრებს ვთხოვოთ სოლიდარობა იმისთვის, რომ დაგვეხმარონ, მოგვაშორონ ეს სისხლიანი გახარია,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც იმართება.

რაც შეეხება კონფერენციას სახელწოდებით “საქართველოს ევროპული გზა” საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი,