ბათუმში ზღვამ 35 წლამდე კაცის გვამი გამორიყა

ბათუმში ზღვამ 35 წლამდე მამაკაცის გვამი გამორიყა. მაშველებმა ცხედარი სასტუმრო „კოლიზეუმის“ მიმდებარე ტერიტორიის  წყლიდან ამოიყვანეს. 

გარდაცვლილი სავარაუდოდ, ირანის მოქალაქეა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.